ერთგვარი “სტიკერი”

ერთგვარი “სტიკერი”

ESPN-ს ვუსმენდი ამის წინ, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს. ფრაზებით დამამახსოვრდა საუბრები. ერთ ერთი ასეთი ფრაზა იყო “რაც უფრო პერსონალურს ვხდით ჩვენს ისტორიებს, მით უფრო ნაკლები შანსია მათ მიმართ უარყოფითი რეაქციის”.  გამეღიმა. გამახსენდა ფსიქოლოგებს და პაციენტებს შორის ურთიერთობა- ხშირად ქორწინებით დამთავრებული, გამახსენდა ფილმი “Stone” , გამახსენდა ქართველი ბლოგერები და შემდეგი ფიქრები ამ უკანასკნელზე გაივრცო.

რაც უფრო ხშირად იყენებს ბლოგის ავტორი სიტყვას ორგაზმი და დეტალებში გადმოსცემს ინტერკორსს, უფრო დიდი შანსია  ”სოშალ მედია ექსპერტი” ეწოდოს რამდენიმე პოსტის შემდეგ. :D და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ბლოგი ინტიმურია და დიახ, პორნო ინდუსტრია კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

რა იოლია შენი სექს ისტორიებით გაიქაჩო ქვეყანაში, სადაც მეზობელსაც კი შენი ისტორიების გაგების გარდა საქმე არ აქვს. სადაც შენი სექს ისტორიების გამო დაგგმობენ ორთოდოქსი ჯარისკაცები და გმირად შეგრაცხავენ სხვა დანარჩენები. და გმირობა ისეთი მაგარი მიღწევაა, სულ არ გვაინტერესებს ეს “სხვა დანარჩენი” ვინ არი.  უსექსო ქვეყანაში ბლოგერებს აყეფ… აღმერთებენ.

ბოდიში ფრანგულიზა და, ერთი ფორუმელის არ იყოს ” საქართველოში ვისაც $%^ავენ, თავი ყველას სექსუალური ჰგონია”ო.  ამაზეც გამეცინა. და ქართველ ბლოგერებზე ფიქრი მაგ ფრაზამ დაასრულა. გადავედი ჩემ მეორე ქვეყანაზე. მოვეშვი ცოტა. ერთ ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა და ბლოგერმა წიგნი გამოსცა, რომელიც ძირითადად მისი და მამამისის დიალოგებია. საერთოდ ამერიკაში გამოცემულ ახალ წიგნებს რო ვეცნობი, იდეებით ვივსები და ჩემი ბავშვობა მახსენდება- დედას რო დავემუქრე, რო გავიზრდები შენზე წიგნს გამოვცემ მეთქი. ჩემი თანამოაზრე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, ალბათ 1 ან 2, მაგრამ, როცა იდეები გამაქვს გარეთ და ცოტა პერსონალურ გამოცდილებასაც ვუმატებ, ამერიკისთვისაც რაღაც ახალი მაქვს სათქმელი, როგორც ჩანს.

ჰოდა ეს პოსტი ერთგვარი “რემაინდერია” დედაჩემო, საქართველოში ტელევიზორების წინ მჯდარ მედია ექსპერტობას რომ მირჩევნია ამერიკელი ანდერგრაუნდ პაპსა მწერალი ვიყო. :D

!!!

!!!

დილით ქალაქის თავზე დიდი, შავი ჩრდილი გამოჩნდა, აღმოსავლეთისკენ მიიწევდა. …ალბათ დასავლეთიდან მოდიოდა, არ ვიცი.

მოძრაობა შეჩერდა.  3 დღის დაუბანელმა, მაგრამ მაინც სუნამო გადავლებულმა, სამსახურისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა სვლა შეაჩერეს და პირდაღებულ სახეებზე პანიკის ნიშნები დაეტყოთ. 17 წლის დედებმა მობილურები აიღეს და სმს-ები გაუგზავნეს ბირჟაზე გასულ მეუღლეებს. ამ დროისთვის მეუღლეებს მზესუმზირის ჭამა უკვე შეენელებინათ და ისინიც პირდაღებული აჰყურებდნენ უშველებელ ჩრდილს.  ახალშობილებმაც სატყუარები დაგმოაგდეს დორბლიანი პირებიდან და გუგების გაფართოება დაიწყეს, წამით შეუჩერდათ ინსტინქტს მინდობილი კიდურების მოძრაობა. ქუჩის კუთხესთან მწოლიარე, დიათეზიანი ბავშვით ხელში, მათხოვარმა თავის ქალაში ჩაკირული თვალები გაახილა და 2 ყავისფერი კბილი გამოაჩინა. ძიძებმა მშობლების სადარბაზოს დაცვასთან ერთად შეკრეს წარბები და ქვედა ტუჩზე იკბინეს. ბაღის და სკოლის მასწავლებლებმა ბავშვები კლასებში შერეკეს და ფანჯრიდან დაიწყეს თვალთვალი. პულსი გაუ-ერთ-რიტმდა ქალაქს, გულის ძგერა გაერთიანდა და ჰაერში აგზავნიდა ვიბრაციებს.

უშველებელი საჰაერო ბურთი მთელ დიამეტრზე გაწვდა ჩვეულებრივი დღისთვის მზად ქალაქს. ბურთზე მობმულ კალათაში სოფო იყო, ძალიან დიდი რუპორებით ხელში და თავზე დაჰკიოდა თვალებღია, რუტინა დარღვეულ მოქალაქეებს: “გაიკეთეთ პრეზერვატივი, ბლიააადდდდდდ!!!!!!!!”

(ალბათ კულტურული) შოკი

(ალბათ კულტურული) შოკი

გუშინ სალიმ თავი გაიგიჟა, ზეგ ბაქოში მივდივარ და სლეზე მკიდია გამოდით დღესო. მე, რეზი და ხათო გავედით.

ეპიზოდი პირველი

რამდენიმეოდე ხალხი იყო, არ სვამდნენ, ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთმა მდედრის მაგვარმა ამოიოხრა-  რა მეშველება, მეორედ მოსვლის როგორ მეშინიაო.

მეუთხარი: რომელი მეორედ მოსვლის?
იმან: რას ქვია რომელი მეორედ მოსვლის?-ო
მეუთხარი: ვახ!
იმან: შენ ქრისტიანი არ ხარ?-ო (და მომაშტერდა ძაან დიდი თვალებით. ნუ კბილები უფრო დიდი ჰქონდა, მაგრამ ზრდილობა გამოვიჩინე, თავს ძალა დავატანე და თვალებში ვუყურებდი)
მე: ჩემ რელიგია-არარელიგიურობაზე კამათს თავს ვარიდებ, მით უმეტეს მართლმადიდებლებთან, მარა ხო დავუშვათ და არა ვარ. რომელი მეორედ მოსვლის გეშინია?
იმან: ერთად ერთი ადამიანი ხარ, ვისაც ღმერთის არ წამს. (ისევ მიყურებს პაუზებით)

ძალიან ხმამაღლა დამიწყო ყვირილი და ურჯულო მიწოდა, …ნუ კიდევ ბევრი რაღაცეებიც მიწოდა. მე არ ვიცი რას ნიშნავს ურჯულო ან რატომ არის ეგ შეურაცხყოფა და ამიტომაც არ იმოქმედა ცუდად. საერთოდაც ეგეთი ბრმადმორწმუნე საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციები მოსალოდნელია, მაგრამ, გუშინ ცხოვრებაში პირველად მითხრეს, რომ ჩემი ურელიგიობის გამო ჩემს პიროვნულობას პატივს არ სცემენ და არასოდეს ეყოლებოდათ ჩემნაირი მეგობარი. და ეგ ერთი დიდი შოკი. (იმდენი რამე გაირითმა თავში იმ დროს!)

 

ეპიზოდი მეორე (მოუ###ნ დედისთრაქი)

ჰოდა ასე ღვთისგან დასჯილებს ისღა დაგვრჩენოდა ღამის 3 საათზე დავმშვიდობებოდით და ყოველიფერი კარგი გვესურვა ჩვენი ხისთავიანი არასოდეს-იქნება-მეგობრისთვის. ისევ მე, რეზი და ხათო ჩამოვუყევით პეკინის ქუჩას ფეხით, გრილოდა და ტაქსის გაჩერება 10 წუთით გადავდეთ. ალბათ ღვთის ძალით, 2 წუთიც და პატრულის მანქანამ გააჩერა, გადმოვიდა ერთ-ერთი, ამოვიდა ტროტუარზე და გამაჩერა.

იმან: შენ სად ცხოვრობ?-ო
მეუთხარი: მეგობართან, სტუმრად ვარ ცოტა ხნით ჩამოსული. რამე ხდება?-თქვა
იმან: არა, ხო მარა მისამართი მითხარი-ო.
მეუთხარი: თაბუკაშვილზე. რა ხდება უმფროსო-თქვა.

უცებ, ალბათ ისიც ღვთის შიშით, მეორემ დაუძახა და რაღაც ანიშნა. ჰო კარგიო მე მომიგო და ჩაჯდა და წავიდა. ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვედი. 1 წუთში:

რეზიმ: შე უბედურო, ეგეთი მოკლე შორტები რო გაცვია, ალბათ სიძვის დიაცი ეგონე-ო.
ხათომაც: უიუი, კიდე კაი ლიფი ჩაგაცმევინე დღეს-ო.

ეგეც, მაშასადამე, დღიური დოზით შოკი მეორე. აქაც ბევრი რაღაც ირითმებ, თუმცაღა არ იწერება.

სახლში ოთხის ნახევარზე მოვედით. მე ურჯულომ ამოვიღე ჩემი მწვანე ბარათი, ვეამბორე და დავიძინე.

ჭირი იქა, სირი აქა.

<3

ინსპირაციები, როგორც ასეთი

ინსპირაციები, როგორც ასეთი

არადა უკვე საშინლად მაწუხებს აქ არსებული მარაზმები, მაგრამ რაღაც კონკრეტული მჭირდება, რომ ნერვს მოედოს და მთელი სისტემაც აჰყვეს. (აი როგორც მაშინ, ის მღვდელი რომ იჯდა ჩემს გვერდით, თბილისის ერთ ერთ რესტორანში მთელი 7 ოჯახის წევრით და ცოლი რომ ბავშვს პამპერსებს მაგიდაზე უცვლიდა და რესტორანი რომ დუმდა, ღვთის შიშით).

საშინლად არ მომწონს რელიგია/თავისუფლება/ქალიშვილობაზე ლაპარაკი და მგონია რომ ამ თემაზე კამათებს პათეტიკური ხალხი იწყებს, ვისაც ყურადღების მიპყრობა უნდა. მაგრამ ეს საქართველო აღარ არის და ამიტომაც სანადიროდ კვირა დილით წავედი ეკლესიაში. ქრისტიანული “ბიბლიის ეკლესია” ქვიაო, ასე ამიხსნეს როცა ვკითხე რა რელიგიის წარმომადგენლები იკრიბებიან მეთქი აქ. მომეთოდისტო, მობაპტისტო იყო, მაგრამ უმრავლესობამ არც იცოდა, მთავარია ქრისტიანები არიან.

რამდენიმე წლის წინ შევამჩნიე, რა ბედნიერი სახეები აქვთ არამართლმადიდებელ ქრისტიანებს. აღსარებებს ლოცვების დროს ამბობენ სცენაზე მომუშავე ბენდთან ერთად და თავის ცოდვებს თვითონვე პატიობენ თავს, არ სჭირდებათ რიტუალები, სანთლები და საკმევლები, არც სიწმინდეებთან სიახლოვეები. ამ ადამიანებს რომ ველაპარაკები ხოლმე, ისეთი განცდა მაქვს, მარტო კანები არიან და კანის შიგნით სიცარიელეებია, მათი ღმერთით ამოვსებული სიცარიელეები. ყოველთვის მშურდა ასეთი ბედნირებების.

“დღეს სამსახურის ინტერვიუ მქონდა. არ ამიყვანეს. “lord”-ს არ უნდოდა ამჯერად რომ დამეწყო მუშაობა” – მეუბნება ერთი შეუა ხნის ქალბატონი და კბილებს მიჩენს. ადამიანების ასეთი უსუსურობა და ნუგეშისკენ სწრაფვა სუნთქვას მიჩერებს, საუბრის გაგრძელება კარგი იქნებოდა, უფრო მეტი რომ მქონოდა სათქმელი, მაგრამ სერვისი იწყებოდა უკვე, დრამების ხმა ისმოდა.

ძალიან ცუდი ხარისხის, მაგრამ ვიდეოები გადავიღე. აი რამდენიმე:

ეს “ქადაგებაა”, რომელსაც ერთი ძალიან ახალგაზრდა, ბლინგ-ბლინგებით თავმომწონე აფრო ამერიკელი უძღვებოდა. ცხვრებზე და მწყემსებზე იყო ნაწყვეტები, მარტივი ენით თარგმნიდა ბიბლიას და, ცოტა არ იყოს და, რასისტულ იუმორს იყენებდა. “სტენდ აპ” კომედიანტებს შეშურდებოდათ მისი იუმორი.

 

ეს კიდევ ლოცვაა, ჩვენში არსებული “lord”-ის მიმართ ლოცვა, ჩვენს ცხოვრებაში მიღებული იესოს მიმართ ლოცვა, თვალდახუჭული, დრამის ბიტებზე ბუხლებ აყოლებული და ხელებ მაღლა აპყრობილი ლოცვა.

 

უკან ვიჯექი და ამ ყველაფერს გატრუნული ვუყურებდი. მარიხუანასავით მოქმედებდა ჩემზე მთელი პროცესი. სუნთქვა მიჩერდებოდა და ხალხში ვიძირებოდი, “მოძღვრის” ხმა და ხალხის ტვინამდე კარგად მისაღწევად დატეხილი ესკიზები ბიბლიიდან სოკოს თრიფს გავდა. რატომ არა ვარ მეც ასეთი? რატომ არ შემიძლია ვიყო მარტივი და ჩემი ცხოვრების მმართველად ვაქციო თუნდაც პოსეიდონი? ტკივილები ხო უფრო აღარ მეტკინებოდა- პოსეიდონს უნდა რომ მანქანა არ მყავდეს და უფრო იოლი არ იყოს ჩემთვის გადაადგილება, იქნებ რა მისია აქვს ჩემთვის სახლში ჯდომით დაკისრებული? პასუხისმგებლობაც უფრო შემიმცირდებოდა, იმედები მომემატებოდა.  …მაგრამ, ვერასოდეს გავხდები ალბათ მარტო კანიანი, ბედნიერი ადამიანი, იმდენად მაგარი თრიფია ამ ყველაფრის უკანა სავარძლიდან ყურება.

<3

 

ეს საქართველოა, ანუ რევოლუციები და ნახევრად რევოლუციები ჩემს გარეშე

ეს საქართველოა, ანუ რევოლუციები და ნახევრად რევოლუციები ჩემს გარეშე

2011 წლის მაისის დემონსტრაციებმა თბილისში ბევრ ბლოგერს გაუხსნა მუზა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია ამ თემაზე რამის წერა ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან. მაგრამ მაინც…

2003 წელს რომ რევოლუცია მოხდა, ამერიკაში ვიყავი და CNN-ით ვუყურებდი მომხდარ ამბებს. 1 წლის შემდეგ თბილისში მიმავალს იმედი მქონდა უკეთეს საქართველოში დაბრუნების. დაბრუნებიდან 1 კვირაში საშინელი დეპრესია დამეწყო. მეზიზღებოდა უნივერსიტეტის დაცვა, რომელიც რატომღაც ფოიეში ძირს დაჯდომას მიკრძალავდა; სმუქანი ქალი ავტობუსში, არც რომ შემომხედავდა და ისე მადებდა სქელ, სუნიან უკანალს თავზე; დეპრესიული საკანცელარიო ნივთების გამყიდველი, რომელიც ყურადრებას არასდროს აქცევდა კლიენტებს და ვერ ხვდებოდა მადლობას რატომ უხდიდი ბოლოს; საბჭოთა წიგნები ბიბლიოთეკაში; გაბღენძილი ლექტორები- “ჩვენ უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობთ- სტუდენტმა თვითონ უნდა მოინდომოს” მიდგომებით. ყველაზე მეტად მთრგუნევდა ჩემი მეგობრების დამოკიდებულება. არავის მოსწონდა ირგვლივ რაც ხდებოდა, ყველა ფიქრობდა რომ ნეხვში ვცხოვრობთ და ერთად ერთი რასაც აკეთებდნენ ამაზე მხოლოდ წუწუნი იყო. ხშირად დამცინოდნენ კიდევაც იმის გამო, რომ რევოლუციას რბილ სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი შორიდან და სათანადოდ ვერ ვაფასებდი სიტუაციებს. თითქმის ყოველთვის დიდ კედელს აღმართავნდნენ ხოლმე სიტყვებით “ახლა საქართველოში ხარ. ეს საქართველოა”. “ეს საქართველოა” იქცა ცხოვრების სტილად, “ეს საქართველოა”-ს გამო გაჩდნენ გოიმები, რბილი “ლ”-ები; მოემატა ძალა უფლება სამთავრობო უწყებებს; საშემოსავლო გადასახადი 20%-ს აღწევს და გადამხდელს პირებს არანაირი როლი არა აქვთ მის დახარჯვაში; არ არსებობს სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის გამჭვირვალობის, სამოქალაქო როლის სწორი დეფინიციები; გაჩნდა სოციალური მედია, რომელიც wordpress, blogger, facebook-ის ჰელპ დესკია მხოლოდ ან უკეთეს შემთვევაში “გაქაჩვის” გზა. სამსახურს ნაცნობ-ნათესავების გარეშე ვერ იწყებ, ან თუ იწყებ უნდა დაუნაცნობ-დაუნათესავდე თანამშრომლებს, სხვა გვარად ცუდად მუშაობ. ამ ყველაფერს ხედავ, გაწუხებს, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, იმიტომ, რომ “ეს საქართველოა”.

25-26 მაისის პროტესტებიც “ეს საქართველოა”-ს ერთგვარი გავრცობაა. ქუჩაში გამოჰყავთ ათასობით ადამიანი- ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმართ პროტესტის სხვა გზა არ ჭრისო (ან არ ვიცითო), “ეს საქართველოაო”. ისე დაემთხვა, რომ ახლაც ამერიკაში ვარ და მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიის საშუალებით ვადევნებ თვალ-ყურს თბილისის ამბებს. თუმცა ამჯერად თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. გულახდილად რომ ვთქვა, არც მაშინ გავიდოდი გარეთ და დაგროვებულ პროტესტის გრძნობას ქუჩაში ყვირლით არ გამოვხატავდი. მე არ მჯერა 1 დღეში აშენებული დემოკრატიის ან გაზრდილი სამუშაო ადგილების ან ბრახ! ვუალა! “social policy” გაჩნდა უცებ. არც იმის სისწორის მჯერა, გადმონაშთ მენტალიტეტებს რომ ტანკებით იშორებენ თავიდან და 2 დღის შემდეგ “პოულობენ” გვამებს. მაგრამ ვიცი, ამაზე ქუჩაში ყვირილი, (როგორც უკვე ამდენჯერ ვნახეთ) ტანკებს უკან არ დააბრუნებს და სანატრელ ქვეყანაში მეორე დღეს არ გაგვაღვიძებს. სჯობს ერთი სანთელი დაანთო, ვიდრე განუწყვეტლივ აძაგებდე ბნელსო, კონფუცმა თქვა, თუ არ ვცდები. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ირგვლივ სიტუაციის მიმართ ზიზღმა და გაჩენილმა პროტესტის გრძნობებმა ფანატიკოსად მაქცია მგონი. ისეთ ორგანიზაციებში ვიწყებდი სამსახურები, რომლებსაც ამ პროტესტებით გატენილი გონებით ვემხრობოდი და რაღაც დოზით გზა იყო გამოხატვის (არა, სამსახური არასოდეს ყოფილა შემოსავლის წყაროსთვის ჩემი დროის დახარჯვა. იმედი მაქვს არც არასოდეს იქნება).  რამდენიმე წელი მივუძღვენი ძნელად მისადგომი სოფლების, დევნილი მოსახლეობის, რეგიონებში მცირე ბიზნესის მფლობელების, არ არსებული საჯარო ინფორმაციის  შექმნის პრობლემა-პერსპექტივების გარეთ გამოტანას. ზოგი გამოვიდა, ზოგი ვერ. ძალიან ბევრი ამ დახარჯულ წლებზეც სკეპტიკურად მელაპარაკება და ქუჩაში გამოხატული ერთჯერადი პროტესტი უფრო ადეკვატური მიაჩნია. ბევრი დაბრმავებულია მასიური სისხლიანი ვიდეო/ფოტოებით, რომლებსაც გამოზოგილი დოზებით ავრცელებს ქართული მედია, და ზიზღი ისევ “ეს საქართველოა”ში აბრუნებს. მათ როცა რამე არ მოსწონთ, არ ჩუმდებიან. ჩვენ კიდევ, ფანატიკოსები, როცა რამე არ მოგვწონს, ვჩუმდებით და ვცდილობთ ვაკეთოთ- მერე რა რომ საქართველოა.